Accentnews.ge
"არც ჩვენ გვიხარია მოქალაქეების დაჯარიმება, მაგრამ გვიწევს"

"არც ჩვენ გვიხარია მოქალაქეების დაჯარიმება, მაგრამ გვიწევს"

04/12/2020 13:14:05 სამართალი

"არც ჩვენ გვიხარია მოქალაქეების დაჯარიმება, მაგრამ გვიწევს", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება. გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს ხოლმე. საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად, საღამოს 21:00 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის დაახლოებით, 100 ადამიანი ჯარიმდება. პირბადეზე კი დაახლოებით, – 1 000-მდე პირი. სამწუხაროდ, მაინც ხდება ასეთი დარღვევები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S