პროკურატურამ 4 არასრულწლოვანთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა
05/12/2020 06:54:30 სამართალი
პროკურატურამ 4 არასრულწლოვანთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე. სამართალდამცველებმა გ.გ. 2020 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება - სამი ეპიზოდი) 11 პრიმა 141-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე გ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია პროკურატირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


