Accentnews.ge
მედია: მთიან ყარაბაღში 34 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა

მედია: მთიან ყარაბაღში 34 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა

06/12/2020 19:43:52 კავკასია

მთიან ყარაბაღში 34 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა,- იუწყება სომხური მედია.

მათივე ცნობით, დევნილების დაბრუნების პროცესში რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი მონაწილეობს.

მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქ სტეფანაკერტში 850-ზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საცხოვრებელს.

მათივე ინფორმაციით, ერევნიდან გასულ ავტობუსებს თან ახლდა რუსი სამშვიდობოების პატრული და სამხედრო პოლიცია. სამშვიდობო ოპერაციების სარდლობა სწორედ სტეპანაკერტში მდებარეობს.

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S