თბილისში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
06/12/2020 20:09:08 სამართალი
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის მანქანით ჯებირს შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


