
„ბლუმბერგზე“ ერთი აშშ დოლარი 2.8150 ლარი ღირს
01/07/2019 09:07:04 ეკონომიკა
ამ დროისთვის „ბლუმბერგზე“ ერთი აშშ დოლარი 2.8150 ლარი ღირს. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის გაყიდვის კურსი 2.78, ყიდვის კი 2.8 ლარის ფარგლებში მერყევობს.
პარასკევს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ფასი 2.8687 ლარს შეადგენდა.
ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.