10 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს
07/12/2020 10:28:10 სამართალი
გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიება დაკავებულს 10 წლის მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედავება. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს დაზარალებულის დედამ შეატყობინა.
დაკავებული ახლა სიღნაღის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


