Time-ს გარეკანზე თინეიჯერი მეცნიერი მოხვდა

07-12-2020 16:17:24 ეს საინტერესოა

გავლენიანმა გამოცემა Time-მა 2020 წლის ყველაზე წარმატებული ბავშვი გამოავლინა. ჟურნალის გარეკანზე 15 წლის გამომგონებელი კოლორადოდან – გიტანჯალი რაო მოხვდა.

მოზარდ მეცნიერს წყალში ტყვიის აღმომჩენი მოწყობილობა და კიბერბულინგის აღმომჩენი აპლიკაცია აქვს შექმნილი. გიტანჯალი გამოცემამ 8-დან 16 წლამდე ასაკის 5000 ამერიკელს შორის ამოარჩია.

რაოს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის 11 წლის ასაკში ახალგაზრდა მეცნიერის საპატიო მედალი.

"როგორც წესი, ფილმებში მეცნიერები ასაკოვანი თეთრი კაცები არიან. მე ვშრომობ იმისთვის, რომ დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი და სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციო". – ამბობს რაო ერთ–ერთ ინტერვიუში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები