სოფელ ფონიჭალაში მამაკაცი ჩაცხრილეს
07/12/2020 15:06:47 სამართალი
სოფელ ფონიჭალაში მამაკაცი ჩაცხრილეს. იგი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე (1 და მე-2 ნაწილებით) მუხლებითაა დაწყებული.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


