Accentnews.ge
ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი მოკლეს

ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი მოკლეს

08/12/2020 05:54:23 სამართალი

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ჯაბა ადამია მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლელობა ბრუკლინში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადამიას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იპოვეს. ის სასწაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასევე ქართველია და ის სამართალდამცველებს უკვე დაკავებული ჰყავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S