Accentnews.ge
ასლან ბჟანიამ “აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეპცია” დაამტკიცა

ასლან ბჟანიამ “აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეპცია” დაამტკიცა

08/12/2020 09:33:51 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ “საგარეო პოლიტიკის კონცეპცია” დაამტკიცა. “პრეზიდენტის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აფხაზეთის “საგარეო პოლიტიკის” ძირითად პრინციპებად დასახელებულია “ეროვნული ინტერესების პრიორიტეტი; საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე აქტიური რეაგირება; საგარეო კონტაქტების მრავალშრიანობა; ღიაობა თანამშრომლობისთვის თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე”.

კონცეპციაში აღნიშნულია, რომ საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა მიიმართოს შემდეგი მიზნების მისაღწევად:

“აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნვეყოფა, მისი მოქალაქეების დაცვა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება;ხელსაყრელი საგარეო პირობების შექმნა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მიზიდვისა და უცხოეთში აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების განხორციელებისათვის;უცხოეთში მყოფი აფხაზეთის მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის გამყარება;ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის განვითარება და განმკიცება სახელმწიფოებთან, რომლებთანაც აფხაზეთის რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული;აფხაზეთის რესპუბლიკის შემდგომი საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა;მსოფლიოს ყველა რეგიონში მყოფ აფხაზურ დიასპორებთან ურთიერთქმედების განმტკიცება;აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის ფორმირება და და განმტკიცება;ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება;კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა;აფხაზეთის რესპუბლიკის გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ინსტიტუტებში გაწევრიანებისაკენ მიმართული ძალისხმევის გააქტიურება”.

აფხაზეთმა “დამოუკიდებლობა” 1999 წელს გამოაცხადა. არაღიარებული სუბიექტის სტატუსით მან 2008 წლის აგვისტოს ომამდე იარსება. ომის შემდეგ მალევე, 26 აგვისტოს აფხაზეთი რუსეთმა აღიარა, რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობით მოგვიანებით ანალოგიური ნაბიჯი გადადგა გაერო-ს წევრმა 6-მა სახელმწიფომ (ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ, ტუვალუ, სირია). თუმცა ფართო საერთაშორისო აღიარება აფხაზეთმა ვერ მოიპოვა. მოგვიანებით კი 7-დან 2-მა სახელმწიფომ – ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარებები ოფიციალურად გაიწვიეს. სადღეისოდ აფხაზეთი გაერო-ს წევრ 5 სახელმწიფოსა და ნაწილობრივ აღიარებულ/არაღიარებულ 4 სუბიექტს ჰყავს აღიარებული. ამასთან, გაერო-ს საერთაშორისო დოკუმენტებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევა. დასავლეთის ქვეყნები და ნატო სისტემატიურად მოუწოდებენ რუსეთს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან გაიწვიოს.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის თანახმად, აფხაზეთი გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად, რის გამოც თბილისს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გაწყვეტილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S