
"ოპოზიციის ნაწილმა, ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" პროგრესია, პოზიცია უნდა ახსნას"
08/12/2020 11:00:59 საშინაო პოლიტიკა
"ოპოზიციის ნაწილმა, ვისაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" პროგრესია, პოზიცია უნდა ახსნას", – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ლელოს" ოფისთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე სხვების მაგივრად ლაპარაკს არ ვაპირებ. თუმცა დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა, გვარები თავად თქვან, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნებასთან" არის პროგრესი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნან ეს პოზიცია და დაასაბუთონ, მათ შორის, რას ნიშნავს ეს პროგრესი, არის საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში? დაასაბუთონ და იყვნენ გამჭვირვალე ამომრჩევლის წინაშე", – განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021