Accentnews.ge
გარეგინ II-მ პრემიერ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

გარეგინ II-მ პრემიერ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

08/12/2020 11:39:33 კავკასია

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა.

«ამჟამინდელ კრიზისულ პერიოდში ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდებთ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, რყევების, შესაძლო შეტაკებების და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს», – აღნიშნულია სომხების სულიერი ლიდერის მიმართვაში.

მანამდე ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა კილიკიის “დიადი სახლის” კათოლიკოსი არამ პირველიც.

ერევნის დროით 12:00 სთ-ზე ოპოზიციის მიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციების დაწყება დააანონსა.

«როგორც ხედავთ, ფაშინიანი არ გადადგა. ამიტომ ამ მომენტიდან და 17:00 სთ-მდე სომხეთის მოქალაქეებს ლეგიტიმური უფლება აქვთ, დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციები მართონ საკუთარი პროტესტისა და მოთხოვნების გამოსახატად”, – განაცხადა 16 პარტიისგან შემდგარი «მამულის გადარჩენის ფრონტის” წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა და მოქალაქეებს აქციების კანონის ფარგლებში ჩატარებისკენ მოუწოდა.

ოპოზიცია ფაშინიანს ყარაბაღის მეორე – 44-დღიანი ომის შედეგად “კაპიტულაციის ხელმოწერაში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “მარცხის სიმბოლომ თანამდებობა უნდა დატოვოს”, მის ადგილზე კი მოვიდეს დროებითი პრემიერი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უზრუნველჰყოფს, თუმცა მათში არმონაწილეობის პირობით.

ოპოზიციის კანდიდატი პრემიერის თანამდებობაზე თავდაცვის ექს-მინისტრი, ყოფილი პრემიერი ვაზგენ მანუკიანია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S