Accentnews.ge
ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო მეტრო პარალიზებულია

ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო მეტრო პარალიზებულია

08/12/2020 12:05:56 კავკასია

ერევანში მიმდინარე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის გამო მეტროს მუშაობა პარალიზებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ერევნის მეტროპოლიტენის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერევნის მეტროპოლიტენის „გორცარანაინის“ სადგურში მოქალაქეთა ჯგუფი დაუმორჩილებლობის აქციას მართავს, რამაც მეტროს მოძრაობა შეაფერხა. ამჟამად მეტროპოლიტენი დახურულია,“- აცხადებენ მედია ერევნის მეტროპოლიტენში.

შეგახსენებთ, ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. აქციებზე სამართალდამცავებმა 34 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გეგამ მანუკიანიცაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S