ევერესტის სიმაღლემ მოიმატა

08-12-2020 16:18:21 ეს საინტერესოა

ევერესტის სიმაღლემ მოიმატა, – იუწყება BBC ნეპალისა და ჩინეთის ერთობლივ ოფიციალურ ინფორმაციაზე დატრდნობით.

ამ ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა – ევერესტი 0.86 მეტრით მაღალია, ვიდრე იყო. ამრიგად, სადღეისოდ, ევერესტის ახალი სიმაღლე 8,848.86 მეტრს შეადგენს.

საქმე იმაშია, რომ გასულ წელს ნეპალის დედაქალაქში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალის შესახებ საერთო დასკვნამდე მივიდოდნენ. ევერესტის "სიმაღლეში ზრდაც“ სწორედ ამან გამოიწვია. ჩინეთი ამ დრომდე ევერესტს ზომავდა მისი უმაღლესი წვერის მიხედვით, თუმცა თოვლის გარეშე, ნეპალი - თოვლის ჩათვლით. გარდა ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ევერესტი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით, ნახევარი მეტრით იზრდება, მათ შორის, 2015 წელს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგადაც მოიმატა ევერესტმა სიმაღლეში.

ცნობისთვის: ევერესტი ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები