Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა

09/12/2020 12:14:24 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.

დენიელ ჯუდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო მოვლენილი. მას ამ პოზიციაზე რობერტ ჰამილტონი ჩაანაცვლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S