
"ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება ჩემ გადაწყვეტილებას უნდა დაემთხვას"
10/12/2020 12:08:56 საშინაო პოლიტიკა
"ჩემი პარტია „კანონი და სამართალი“, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემადგენელია, სიასაც ჩახსნის და არც მე–10 მოწვევის პარლამენტში არ შევა", – ამის შესახებ ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ–ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
"ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის [„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთი ლიდერი] გადაწყვეტილებაც უნდა დაემთხვას ჩემ გადაწყვეტილებას. არც გიორგი ვაშაძე არ საუბრობს შესვლაზე, მაგრამ გიორგიმ შეხედა ამას სხვა კუთხით, თქვა, რომ მოდი, სიას არ ჩავხსნი. ეს სიის არჩახსნა გაფორმდება ხალხის მხრიდან და ხელისუფლებიდანაც როგორც შესვლა და ხალხი ამ შემთხვევაში ძალიან სწორი იქნება. ცხადია, ხელისუფლებაც გამოიყენებს ამ ყველაფერს სათავისოდ“,- აცხადებს ჩარკვიანი.
ცნობისთვის: „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს, მიმართავენ თუ არა პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტი და ამიტომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021