Accentnews.ge
მეათე მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე სახელდება

მეათე მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე სახელდება

10/12/2020 12:43:39 საშინაო პოლიტიკა

მე–10 მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეების ვინაობა უკვე სახელდება.

როგორც "საქართველოს პირველი არხი" იუწყება, ევროინტეგრაციის კომიტეტს მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს – კახა კახიშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტს – ანრი ოხანაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტს – ირაკლი ბერაია.

"პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე სახელდება დავით სერგეენკოსა ან გია ვოლსკის კანდიდატურები. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს", – იუწყება "საქართველოს პირველი არხი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S