Accentnews.ge
ვაშაძის განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს

ვაშაძის განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს

10/12/2020 12:42:24 საშინაო პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს, – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ცსკ-ს ხვალ მიმართავს.

"ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა გუნდში და არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვაგრძელებთ ბოიკოტს", - განაცადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ბარიერგადალახული 8 პარტია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი პირველ სხდომას ხვალ გამართავს.

იხილეთ ასევე: მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია

რა ფუნქციების აღსრულებას ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S