აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
10/12/2020 18:06:47 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მათ გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად კი მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.


