Accentnews.ge
მე–10 მოწვევის პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ

მე–10 მოწვევის პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ

11/12/2020 06:17:08 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

მე–10 მოწვევის პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ.

თბილისში, პარლამენტის ორივე შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების გაყალბებას და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას აპროტესტებენ.

მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ისხდებიან. ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკების პროცესი მომავალი კვირიდან გაგრძელდება. ოპოზიციის გადაწყვეტილების საფუძველი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებია, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და რამოდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის – გათავისუფლდნენ პოლიტპატმრები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

იხილეთ ასევე: რა ფუნქციების აღსრულებას ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S