
ლარის კურსი 2 ივლისს
02/07/2019 04:03:49 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ივლისის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა: დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8225 ლარი იქნება, 1 ევროს – 3.1979 ლარი.
პერიოდული გაუფასურების შემდეგ გასული თვის დასაწყისში ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა 14 ივნისის შემდეგ 28 ივნისამდე ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდებოდა. 27 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ფასი 2.8687 ლარს შეადგენდა.