Accentnews.ge
კობახიძე: "ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას უახლოეს დღეებში შემოუერთდება"

კობახიძე: "ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას უახლოეს დღეებში შემოუერთდება"

11/12/2020 07:49:10 საშინაო პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციის დიდი ნაწილი შეუერთდება საპარლამენტო საქმიანობას.

კობახიძის თქმით, უნდა გაევლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის.

"დღეს შედგება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანია, გაივლოს ზღვარი საბოლოოდ ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციას შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი, მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში", - განაცხადა კობახიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკების პროცესი მომავალი კვირიდან გაგრძელდება. ოპოზიციის გადაწყვეტილების საფუძველი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებია, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და რამოდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის – გათავისუფლდნენ პოლიტპატმრები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

იხილეთ ასევე: რა ფუნქციების აღსრულებას ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S