Accentnews.ge
მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

11/12/2020 08:03:58 საშინაო პოლიტიკა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.

პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.

აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკების პროცესი მომავალი კვირიდან გაგრძელდება. ოპოზიციის გადაწყვეტილების საფუძველი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებია, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს და რამოდენიმე მოთხოვნას აყენებს, მათ შორის – გათავისუფლდნენ პოლიტპატმრები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

იხილეთ ასევე: რა ფუნქციების აღსრულებას ვერ შეძლებს ერთპარტიული პარლამენტი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S