
„მერკანტილური მიდგომა გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა“
11/12/2020 08:28:07 საშინაო პოლიტიკა
„მერკანტილური მიდგომა გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მერკანტილური მიდგომა, რაც გამოითქმის ორი სიტყვით - „მე რა?“ - მრავალჯერ გავიგონეთ არჩევნების და არა მხოლოდ არჩევნების დროს. უანგარობა და თავდადება სისულელედ უფრო აღიქმება, რაც საწყისშივე კლავს სახელმწიფო მოღვაწეობის სურვილს. ერთნაირად გვესმის მოღვაწეობა, საქმიანობა და მუშაობა! მერკანტილობა გვიბიძგებს სწრაფი მატერიალური შედეგის მიღებისკენ და არა გრძელვადიანი მიზნის მიღწევისკენ. იმაშიც გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა.
მტრად და მოღალატედ გამოცხადება, რაც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მახასიათებელი იყო. მტრის ხატით, მისი ძიებით შიგნით და გარეთ, ამართლებდნენ ადამიანების დამონებას, საზოგადოების ჩაკეტვას და პიროვნებების განადგურებას. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ეს ტერმინები, ეს ენა, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ადამიანებისადმი. ამ ბორკილების დამსხვრევაზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი ახალი, თამნამედროვე, ძლიერი საქართველოს შექმნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021