Accentnews.ge
"დროა, გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას ისტორიაში კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ"

"დროა, გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას ისტორიაში კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ"

11/12/2020 09:18:07 საშინაო პოლიტიკა

"დროა, გამსახურდიას ლეგიტიმურ ხელისუფლებას ისტორიაში კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ", –ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

“ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ეტაპი, საქართველოს დღეს სჭირდება უახლესი ისტორიის გადაფასების დაწყება. 30 წლის წინ საქართველომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. გამოხატა საკუთარი ნება არჩევნებისა და რეფერენდუმის მეშვეობით. დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამ ხელისუფლებამ ბევრი შეძლო. უპირველსყოვლისა დაგვიბრუნა განცდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთნოდა და გააღვივა ეროვნული სიამაყე და ენერგია. ამ პერიოდს საქართველო, ალბათ, შეცდომების გარეშეც ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ქუჩის, იარაღის თუ გადატრიალების გზას.

დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა, ჩვენი ისტორია სამართლებრივ და სამართლიან გზას დავუბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S