Accentnews.ge
მელია – რესპუბლიკელების განცხადებაზე: "ეს ხელს არ უწყობს ნდობის გაღრმავებას, უნდა განმარტონ"

მელია – რესპუბლიკელების განცხადებაზე: "ეს ხელს არ უწყობს ნდობის გაღრმავებას, უნდა განმარტონ"

11/12/2020 09:20:09 საშინაო პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მოლაპარაკებების დასრულებამდე არ აპირებენ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას. მელია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტნიორებს შორის ნდობის გაღრმავებას ხელს არ უწყობს.

"რესპუბლიკურმა პარტიამ" ასეთი საკომუნიკაციო არხი არჩია საზოგადოებასთან. ჩვენ "ძალა ერთობაშია" ბლოკმა მივიღეთ სხვა გადაწყვეტილება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაევრცელებინათ ეს განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. უბრალოდ, მათ უნდა განმარტონ, რაც ბუნდოვანია, ნამდვილად თუ 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები, ისინი აპირებენ, დეპუტატები იყვნენ? იქ წერია, რომ მიმართავენ შესაბამის უწყებას განცხადებით მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება. მე მაქვს კითხვა და შესაძლებლობა როდესაც მექნება, ამ კითხვას დავუსვამ. ძალა ერთობაშია ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე რესპუბლიკურმა პარტიამ და ეს ხელს არ უწყობს ნდობის გაღრმავებას პარტნიორებს შორის და ამაზე საუბარი შესაბამის ფორმატში გვექნება", - განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S