Accentnews.ge
"ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს სამშობლოსკენ შემოაბრუნებს"

"ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს სამშობლოსკენ შემოაბრუნებს"

11/12/2020 09:30:27 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს სამშობლოსკენ შემოაბრუნებს", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

"როგორც ვნახეთ, სახელმწიფო სექტორის გაქრობის გეგმა აბსურდული აღმოჩნდა. თუმცა, ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა, მოქნილობა და ანგარიშვალდებულება ყოველ დახარჯულ ლარზე. ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს რეალურ რესურსებს; რომელიც ახალგაზრდებს დაუბრუნებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილს, უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს - ჩვენს დიასპორას - სამშობლოსკენ შემოაბრუნებს; რომელიც გაგვიჩენს განცდას, რომ გადავლახეთ წარსული და ვაშენებთ მომავალს. ახალი პოლიტიკა ვერ იქნება დაპირისპირების, დაყოფის და დაშლის. როგორც წარსულში, ურთულეს პერიოდებში, დღესაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული პრინციპი ,,ერთობითა და თანადგომითა მტერსა ზედა ძლევაი”. ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი",– განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S