Accentnews.ge
ვინ ამბობს მანდატებზე უარს დღეს

ვინ ამბობს მანდატებზე უარს დღეს

11/12/2020 11:50:32 პოლიტიკა

11 დეკემბერს, მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა მემორანდუმებს მანდატების გაუქმებაზე. ცერემონია პარლამენტის შენიბიდან რამდენიმე მეტრში შედგა.

ხელმოწერილი დოკუმენტები შემდეგი შინაარსისაა:

  • ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;
  • ბარიერგადალახული პარტიების მემორანდუმი პარტიული სიების გამოწვევასთან დაკავშირებით – მას შემდეგ, რაც პარლამენტი ყველა დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ოპოზიციური პარტიები ცსკ–ს მიმართავენ, რომ სიები ჩახსნას;
  • სიმბოლური განცხადება-მემორანდუმი იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ მანდატზე ამ მოწვევის პარლამენტში.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს შემდეგმა ბარიერგადალახულმა პარტიებმა და ბლოკებმა:

· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“;

· „ევროპული საქართველო“;

· „ლეიბორისტული მოძრაობა“,

· „სტრატეგია აღმაშენებელი“

· „ლელო“;

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, სადეპუტატო მანდატი 60-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო. 60-დან ორმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ, ხოლო თუ მკოლაპარაკებები ჩიხში შევა, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტოდ დარჩება.

11 დეკემბერს გაირკვა, რომ მანდატებზე უარს დღეს არც „რესპუბლიკელები“ – თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე ამბობენ.

როგორც მათ განმარტეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა მანდატებზე უარს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან.

ოპოზიციურ ღონისძიებას არ დასწრებიან „გირჩის“ წევრებიც. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ თუკი მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, პარლამენტში არ იქნებიან.

მემორანდუმს არ შეუერთდა არც „პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა „პატრიოტთა ალიანსიც“ აცხადებს, რომ პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიასაც ჩახსნის, როგორც კი პროცედურულად ეს შესაძლებელი იქნება.

ცნბისთვის: ელჩების მედიატორობით ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე შედგა, მე–5 კი მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი. მხარეები ღინისძიებაზე დასწრებას გეგმავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S