Accentnews.ge
TBC: ხაზარაძე და ჯაფარიძე აქციების დაგირავებით მიღებულ თანხას ანაკლიის პროექტში ჩადებენ

TBC: ხაზარაძე და ჯაფარიძე აქციების დაგირავებით მიღებულ თანხას ანაკლიის პროექტში ჩადებენ

01/07/2019 13:46:46 ეკონომიკა

TBC–ს დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქციების დაგირავებით მიღებულ თანხას ანაკლიის პროექტში ჩადებენ,– ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ის მეშვეობით მოახდინეს 10 მილიონი დოლარის მობილიზება საკუთარი აქციების დაგირავებით. ლონდონის საფონდო ბირჟის წესების მიხედვით, მოხდა ამ ოპერაციის გამჟღავნება „თიბისი ბანკის“ ინვესტორებისთვის. ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ არ განუხილავთ და არც აპირებენ „თიბისი ბანკის“ აქციების გასხვისებას. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს, რაც მათ დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალებას მისცემთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში, ეს სახსრები მიმართული იქნება ანაკლიის პროექტში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარიგებაში მონაწილე Renaissance Capital-ს, „თიბისიში“ განმარტავენ, რომ ეს ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი საბროკერო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„Renaissance Capital-ი, საინვესტიციო ბანკებთან – JP Morgan და UBS-თან ერთად ჩართული იყო „თიბისი ბანკის“ ევრობონდების და კაპიტალის ობლიგაციების წარმატებულად განხორციელებაშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S