კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
11/12/2020 14:53:33 სამართალი
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.


