Accentnews.ge
თეთრიწყაროში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

თეთრიწყაროში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

14/12/2020 06:14:18 სამართალი

თეთრიწყაროში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, 1938 წელს დაბადებულმა ო.ა.-მ მთეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S