Accentnews.ge
კობახიძე – ISFED-ზე: "თუ გამოძიებაზე იქნება საუბარი,  ის ამერიკელების ჩართულობით უნდა ჩატარდეს"

კობახიძე – ISFED-ზე: "თუ გამოძიებაზე იქნება საუბარი, ის ამერიკელების ჩართულობით უნდა ჩატარდეს"

14/12/2020 07:32:36 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ “სამართლიანი არჩევნებთან“ (ISFED) დაკავშირებით რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მინიმუმ, ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ISFED ამერიკული და ევროპული დაფინანსებით აკეთებს პროექტებს, შესაბამისად, თემა დელიკატურია.

"დელიკატური თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არსამთავრობო ორგანიზაციას და კიდევ უფრო დელიკატურია თემა იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფული და ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი, ამიტომ თემა დელიკატურია. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, მასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს, მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: "სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S