
გალის ოკუპირებულ რაიონში, მდინარე ენგურთან მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
14/12/2020 09:09:07 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარე ენგურთან შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აქვს.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, იგი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. დაუდასტურებელი ვერსიით, ავტოავარიის შემდეგ ცხედარი მდინარეში გადააგდეს.
„ცხელი ხაზით" მოხდა ინფორმაციის დადასტურება და გადმოგვცეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა აღნიშნული პირი“, - აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გარდაცვლილი მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი იყო. მისი ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს.