Accentnews.ge
ტრამპი პუტინთან შეხვედრას გეგმავს

ტრამპი პუტინთან შეხვედრას გეგმავს

14/05/2019 04:02:30 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

„არავის ჰქონია რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი დამოკიდებულება. ამავე დროს, ჩვენ საბოლოოდ დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, დიდი ოცეულის ლიდერების შეხვედრაზე ის ასევე გეგმავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მოლაპარაკებების გამართვას და მისი აზრით, შესაძლოა, ეს შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდეს ამერიკულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე.

დიდი ოცეულის სამიტი იაპონიაში, ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S