Accentnews.ge
რას გულისხმობს "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" ახალი ინიციატივა, რომელიც კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს

რას გულისხმობს "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" ახალი ინიციატივა, რომელიც კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს

15/12/2020 08:25:42 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

2 დეკემბერს "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) განახლების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც „აქცენტს“ NATO–ში განუმარტეს, განახლებული ვერსიით, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტს" 3 ახალი ინიციატივა დაემატა, ხოლო უკვე არსებული კომპონენტები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ამჟამად SNGP შედგება 16 ინიციატივისგან, რომელთაგან 3 ახალია.

3 ახალი ინიციატივა:

  • პირველი მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში, რომელის შეძლებს, უპასუხოს როგორც შიდა, ასევე გლობალურ სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევებს.
  • მეორე ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში ინგლისურენოვანი ტრენინგების გაუმჯობესებას.
  • მესამე მიზნად ისახავს კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს თავდაცვის ახალი პროექტების / პროგრამების NATO–ს სტანდარტებთან მაღალ დონეზე თავსებადობას.

როგორც ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი "აქცენტთან" განმარტავს, „ერთ–ერთი მიზეზი, რაც NATO​–ს ძალებს ეფექტურს ხდის, არის უნარი, შეტყობინებისთანავე სწრაფად იმოქმედონ: მათ შესწევთ უნარი, მოკლე დროში მოემზადონ და აწარმოონ ოპერაციები“.

„ურთიერთთავსებადობა ნებისმიერი მულტინაციონალური ფორმირების წარმატების გასაღებია. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი NATO–ს სტანდარტებთან თავსებადობა: თითოეულ ერს უნდა შეეძლოს, შეასრულოს საბრძოლო ამოცანები და ფუნქციები იგივე სტანდარტთან შესაბამისობაში; ქვეყნებს ერთმანეთთან ეფექტურად ურთიერთობა უნდა შეეძლოთ. სხვაგვარად – ჩვენ ჩვენი ფორმირების პოზიტიურ ეფექტებს ვკარგავთ. მაგალითად, პოლონეთში NATO–ს "გაფართოებული დაწინაურებული წარმოდგენილობის" (EFP) საბრძოლო მოქმედების ჯგუფი (BG) მოიცავს აშშ–ის „Stryker“ ბატალიონს, რომელიც ბრიტანეთის არმიის სადაზვერვო განყოფილებას, რუმინეთის საჰაერო თავდაცვის ბატარეასა და ხორვატიის ქვეითთა დანაყოფს აერთიანებს. EFP–ს საბრძოლო მოქმედების ჯგუფი პოლონური ბრიგადის მეთაურობით იმართება. ამ მრავალეროვნული ფორმირების შემცველ დანაყოფებს შორის რომ არ იყოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა, სრულ ქაოსსა და მოქმედების არაეფექტურობას ნახავდით. კომუნიკაციის სტანდარტების თავსებადობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, რომელიც კომუნიკაციებს, რაკეტებსა და შორი დამიზნების არტილერიას უკავშირდება“, – განუცხადა ჰოჯესმა „აქცენტს“.

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის შეფასებით, „არსებითი პაკეტის“ განახლებლი ვერსია სწორი მიმართულებით გადადგმული კარგი ნაბიჯია".

„მე ყოველთვის მსურს, ვნახო NATO-ს გაზრდილი წარმოდგენილობა შავი ზღვის რეგიონში. ასევე მსურს, ვნახო აშშ–მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა, რომ ორმხრივ ფორმატეში გაზარდონ ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – დასძინა გენერალ–ლეიტენანტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S