
კუჭავა: "ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ვამბობთ, რომ "ენმ" დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება"
15/12/2020 08:54:22 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წვრის კახა კუჭავას განცხადებით, "გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლით დაადასტურა, ის, რომ ენმ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება".
"გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე. ის, რომ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად. მისი კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს, ლანძღვა-გინებას, რა თქმა უნდა, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა და მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროევროპულ და პროდასავლურ ძალად", - განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021