
იუსტიციის ყოფილი მინისტრი: "მორალურად სწორი არ მგონია, იმ ადამიანს უჭვრიტინო და აკონტროლო, ვინც შენი საქმე გადაიბარა"
15/12/2020 09:25:45 საშინაო პოლიტიკა
იუსტუციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარეა, განმარტავს, რატომ არ დაინიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
“ახალი სახეების დროა. 8 წელი საკამრისი პერიოდია. ვფიქრობ, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, იუსტიციის სამინისტრომ მინისტრისა და ჩემი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგად ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. რატომ ეს კომიტეტი და არა იურიდიული კომიტეტი? მე არ მგონია მორალურად სწორი, რომ ადამიანმა, რომელმაც მართე 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში, უჭვრიტინო იმ ადამიანს და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა. იმას, ვინც იქნება იუსტიციის მინისტრი, სჭირდება თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება. გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ეჯდეს ვინმე წულუკიანი, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში”, – განაცხადა წულუკიანმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021