
დეკანოიძე– ვაშაძეს: „გენერლები სტრატეგიას ჯარს არ უწუნებენ“
15/12/2020 09:27:10 ციტატა
„არ მინდა, ვიყო მკვახე, მაგრამ აუცილებელია, ვიყო გულწრფელი: გენერლები სტრატეგიას ჯარს არ უწუნებენ“.
განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
რაც შეეხება პრტიის ერსულოვნებას, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ წასვლის შესახებ არავისგან სმენია, მათ შორის არც რომან გოცირიძისა და სალომე სამადაშვილისგან.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.