Accentnews.ge
ჯაფარიძე – ვაშაძეზე: "ვისზე რა უნდა ვთქვა, ორი კვირის წინ გავიყავით"

ჯაფარიძე – ვაშაძეზე: "ვისზე რა უნდა ვთქვა, ორი კვირის წინ გავიყავით"

15/12/2020 09:33:25 ციტატა

"ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები - ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის – უხეში ფორმით. დანარჩენი "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული ამბავია. ხდება ასეთი რაღაცები. მე ვისზე რა უნდა ვთქვა, აგერ გავიყავით ["გირჩი"] ორი კვირის წინ".

ამის შესახებ "გირჩის" ლიდერიმა ზურაბ ჯაფარიძემ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S