Accentnews.ge
"მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოიღო გრიგოლ ვაშაძემ წასვლის გადაწყვეტილება"

"მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოიღო გრიგოლ ვაშაძემ წასვლის გადაწყვეტილება"

15/12/2020 10:16:27 საშინაო პოლიტიკა

"მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოიღო გრიგოლ ვაშაძემ წასვლის გადაწყვეტილება", – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაშემ განაცხადა.

„ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ის ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“პოზიცია არ იცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ანუ მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო. სხვა პარტიის თავმჯდომარის გადადგომა, არ გადადგომა ნადვილად ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩემს პარტიაზე, ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რა პოზიციაც გვქონდა. აქ მთავარია, პარტიების პოზიცია იყოს იგივე და პარტიების პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვრჩებით იმავე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, "არ ფიქრობს, რომ გრიგოლ ვაშაძე სხვა რომელიმე პარტიას შეუერთდება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში".

„მე არ მგონია, ბატონი გრიგოლი სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, ის სერიოზული ადამიანია და ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნადვილად არ დაიწყებს. ყიველ შემთვევაში, უახლოეს მომავალში, მერე არ ვიცი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S