Accentnews.ge
ფაშინიანი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს

ფაშინიანი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს

15/12/2020 13:35:37 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპონენტების ულტიმატუმის პასუხად აცხადებს, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას, მაგრამ მზად არის, უარი თქვას ამჟამინდელ სტატუსზე, „ხალხის მიერ გამოხატული ნების საიმედო შედეგებზე დაყრდნობით“.

მისი თქმით, პროცესების ინიციატორები მიზნად ისახავენ საკითხების დახურულ კაბინეტებში გადაწყვეტას ხალხის ნების გაუთვალისწინებლად.

8 დეკემბერს სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

10 ნოებრის შემდეგ სომხეთის დედაქალაქში თითქმის ყოველდღიურად იმართება ოპოზიციის სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი დასთანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებს, რომელსაც სომხეთის ოპოზიცია „კაპიტულანტურად“ მიიჩნევს. საუბარია ყარაბაღის მეორე ომზე

ნიკოლ ფაშინიანმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ დეზინფორმაციის დიდი ნაკადი სომხეთში საზღვარგარეთიდან ვრცელდება. მას არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული იყო რომელიმე უცხოური სპეცსამსახური.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S