Accentnews.ge
ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარია მოხდა, დაშავდა 7 ადამიანი

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარია მოხდა, დაშავდა 7 ადამიანი

15/12/2020 14:03:17 სამართალი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის ავტომობილიდან ამოსაყვანად სპეციალური ტექნიკის ჩარევა გახდა საჭირო.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S