Accentnews.ge
აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს

15/12/2020 16:29:01 სამართალი

თბილისში აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით იყვნენ დაკავებული.

ცნობისთვის: თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S