Accentnews.ge
მეარაყიშვილი: "ახალგორში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რადგან აქ სათანადო სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო"

მეარაყიშვილი: "ახალგორში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რადგან აქ სათანადო სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო"

15/12/2020 17:37:48 კონფლიქტები

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში კიდევ ერთი ადგილობრივი გარდაიცვალა, რადგან, მისი თქმით, პაციენტს ადგილზე სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს და ვერც დანარჩენ საქართველოში გადმოყვანა მოხერხდა ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრის გამო.

იგი საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ადგილობრივები მასიურად ტოვებენ ოკუპირებულ რაიონს.

"ადგილობრივები მასიურად ტოვებენ საკუთარ სახლებს. ერთ-ერთმა მითხრა, ხელმოსაწერად რომ შევედი ადმინისტრაციაში, გამგებელმა მთხოვა გადამეფიქრებინა და დავრჩენილიყავი. არ გადაიფიქრა. თვის ბოლომდე 15–მდე ოჯახი ვიცი, ვინც გამზადებულია დატოვოს სახლი, ბაღი, საფლავები, მოგონებები... სულ ტოვებენ. სამუდამოდ საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს. პროტესტი არ აქვს. საერთოდ არ აღელვებთ რას განვიცდით", - წერს მეარაყიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S