
"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ, მაგალითად, ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდით"
15/12/2020 19:56:10 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობას არ შეაფერხებს.
"ჩვენ უკვე დღეს დავიწყეთ კანონპროექტების ინიცირება, საკანონმდებლო საქმიანობა უკვე დაწყებულია და თქვენ თუ გაიხსენებთ ბოლო წლებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მე არ მახსენდება ოპოზიციის მიერ ინიცირებული რაიმე პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა. არცერთ ჯანსაღ რეფორმას ხმა არ მისცეს, არაფრით არ იყვნენ დაკავებული, გარდა დესტრუქციისა. არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ, მაგალითად, ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდით სკამზე დამჯდარს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021