Accentnews.ge
აჭარის უმაღლეს საბჭოში "რესპუბლიკური პარტიის" წევრი შედის და პარტიის წევრობას იჩერებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში "რესპუბლიკური პარტიის" წევრი შედის და პარტიის წევრობას იჩერებს

15/12/2020 20:27:02 საშინაო პოლიტიკა

აჭარის უმაღლეს საბჭოში "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი შედის და პარტიის წევრობას იჩერებს. მის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ. სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია. დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.

ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, შევაჩერო საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში ჩემი წევრობა.

ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს! დროა, ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია, გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი. ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – წერს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S