Accentnews.ge
ხორბლის იმპორტიორების გარდა, დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილეებს შეღავათები უუქმდებათ

ხორბლის იმპორტიორების გარდა, დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილეებს შეღავათები უუქმდებათ

02/07/2019 07:06:42 ეკონომიკა

ხორბლის იმპორტიორების გარდა, დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილეებს გადასახდელების გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები უუქმდებათ.

„ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობა შეეძლოთ. კერძოდ, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული. ამ უპირატესობით „ოქროს სიაში“ მყოფი 217 კომპანია სარგებლობდა.  ცვლილებებით კი, ყველა კომპანია დაბეგვრის ერთიანი რეჟიმით ისარგებლებს და გადასახდელებს, საქონლის გაშვებიდან, 30 დღის ნაცვლად, ხუთი დღის ვადაში გადაიხდის.

გამონაკლისია მხოლოდ ხორბლის იმპორტი, ამ პროდუქტზე იმპორტის გადასახდელის 45-დღეში გადახდის შეღავათები შენარჩუნდა. ეს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში ქვეყანაში ხორბლის მარაგების არსებობის აუცილებლობით ახსნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S