Accentnews.ge
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 476 პირი დაჯარიმდა

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 476 პირი დაჯარიმდა

17/12/2020 07:58:36 სამართალი

შსს–მ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვებისფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 553 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც შსს იუწყება, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის

შესაბამისად 77ფიზიკური პირი დააჯარიმა.დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლისშესაბამისად 476 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებაკანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოსსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობისმოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონმაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულრეგულაციებს.პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასდა ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულპასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირისდაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S