ბაღდათში ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა
17/12/2020 08:28:27 სამართალი
ბაღდათში ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ცოლ–ქმარი და მათი 16 წლის მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.


