
WhatsApp-ში სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს
14/05/2019 05:23:31 სხვა, მსოფლიო
ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს,– ინფორმაცია BBC–ს WhatsApp-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს და განმარტეს, რომ თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ.
WhatsApp-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, ხელახლა გადმოწერონ აპლიკაცია.
შეგახსენებთ, კიბერთავდასხმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოავლინეს. თავდამსხმელები იყენებდნენ ხმოვან ზარს. თუ ზარს მომხმარებელი უპასუხებდა, პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა. BBC-ს ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021